• 01-02-2023
    იუვენტუსის მთავარი ვარსვკლავი ალაპარაკდა - რას ამბობს ფედერიკო კიეზა ხვიჩა კვარაცხელიაზე
    [/xfgiven_playerads]
    იუვენტუსის მთავარი ვარსვკლავი ალაპარაკდა - რას ამბობს ფედერიკო კიეზა ხვიჩა კვარაცხელიაზე
    Aa

    ტურინის "იუვენტუსის" 25 წლის გარემარბმა ფედერიკო კიეზამ La Gazzetta dello Sport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.


    ინტერვიუს მიმდინარეობისას ჟურნალისტმა კიეზას სთხოვა, რომ მისი და დუშან ვლაჰოვიჩის დუეტი "ნაპოლის" სუპერტანდემისთვის - ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიასთვის შეედარებინა.


    "ოსი-კვარას დუეტი სერია ა-ში ერთ-ერთი საუკეთესოა. ორივე ჩინებულ ფორმაში იმყოფება. რაც მთავარია, სეზონის სტარტიდან ერთად თამაშობენ და ჰარმონიულად მოქმედებენ. 


    მე და დუშანი "ფიორენტინაში" ერთმანეთს შესანიშნავად ვუგებდით და გვინდა, რომ ეს "იუვენტუსშიც" გადმოვიტანოთ. სამწუხაროა, რომ "მონცას" წინააღმდეგ ვერ ვითამაშე. თანაც, დუშანი და პოგბაც დაგვიბრუნდნენ," - თქვა კიეზამ.


    შეგახსენებთ, რომ "ნაპოლის" მრისხანე დუეტი იტალიის ჩემპიონატს ორ მთავარ სტატისტიკურ მაჩვენებელში ლიდერობს. ოსიმენს 14 გოლი აქვს და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია, ხოლო კვარას ანგარიშზე 8 საგოლე გადაცემაა, რითაც იგი იტალიის საუკეთესო ასისტენტის წოდებას "ლაციოს" ნახევარმცველ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩთან იყოფს.


    "პარტენოპეის" მომდევნო მატჩი "სპეციას" წინააღმდეგ 5 თებერვალს ელოდება.

    Facebook კომენტარები