• 01-02-2023
    როგორი ავტომობილით მივიდა სპალეტი საზეიმო ვახშამზე (ფოტო)
    [/xfgiven_playerads]
    როგორი ავტომობილით მივიდა სპალეტი საზეიმო ვახშამზე (ფოტო)
    Aa

    როგორც გუშინ გამცნეთ, აურელიანო დე ლაურენტისმა "ნაპოლის" მთელი შემადგენლობა საგანგებო ვახშამზე დაპატიჟა, რომლითაც კლუბის პრეზიდენტმა "რომას" წინააღმდეგ მოგებული მატჩი აღნიშნა.


    ბუნებრივია, ვახშამზე იმყოფებოდა "პარტენოპეის" წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედი ლუჩიანო სპალეტიც.


    Areanapoli-ის ფოტოობიექტივში სწორედ სპალეტი აღმოჩნდა. როგორც ირკვევა, 60 წლის სპეციალისტი რესტორანში არა ძვირადღირებული ავტომობილით, არამედ მოკრძალებული "ფიატ პანდათი" მივიდა.



    შეგახსენებთ, რომ "რომა" ნეაპოლელებმა ვიქტორ ოსიმენისა და ჯოვანი სიმეონეს გოლებით დაამარცხეს.


    "ნაპოლის" სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 53 ქულა აქვს და მეორეადგილოსან "ინტერს" 13 ქულით უსწრებს. მომდევნო მატჩს "პარტენოპეი" 5 თებერვალს "სპეციას" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.

     

     



     

    ტეგები:
    Facebook კომენტარები