

წარსულში ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ "ნაპოლის" წარმატების მთავარი შემოქმედი დაასახელა. ბევრისთვის გასაკვირად, კასანო მიიჩნევს, რომ იგი არც ვიქტორ ოსიმენია და არც ხვიჩა კვარაცხელია.
ყოფილი თავდამსხმელის რჩეული "პარტენოპეის" სლოვაკი ნახევარმცველი, სტანისლავ ლობოტკა აღმოჩნდა.
"ოსიმენის მიერ "რომას" კარში გატანილმა გოლმა აღმაფრთოვანა, მაგრამ ღრმად მწამს, რომ "ნაპოლიში" ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი არა ის, არამედ ლობოტკაა.
კვარაცხელია და ოსიმენი მაღალი დონის ფეხბურთელები არიან, თუმცა "ნაპოლის" მოგება მათ გარეშეც შეუძლია. სამაგიეროდ, სტანისლავი გუნდის უნიკალური ნაწილია და სპალეტის მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს," - განაცხადა კასანომ.
გეტყვით, რომ 28 წლის ლობოტკამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისური 27 მატჩში მოირგო. მისი მონაგარი 1 გოლისა და 1 ასისტისგან შედგება.