• 02-02-2023
    “კრემონეზემ” სამართლიანად მოგვიგო, “ნაპოლიმ” კი..." - მოუ ისევ წუწუნებს
    [/xfgiven_playerads]
    “კრემონეზემ” სამართლიანად მოგვიგო, “ნაპოლიმ” კი..." - მოუ ისევ წუწუნებს
    Aa

    წუხელ გაიმართა იტალიის თასის მეოთხედფინალური მატჩი, რომელშიც "რომა" "კრემონეზესთან" დამარცხდა, ანგარიშით 1:2.


    სტუმრები 28-ე წუთზე სირილ დესერსის გოლით დაწინაურდნენ. 49-ე წუთზე მეჰმედ ჩელიკმა ავტოგოლი მიითვალა და "კრემონეზეს" უპირატესობა ორბურთიანი გახდა. ერთადერთი, რაც "ჯალაროსიმ" გაახერხა, ანდრეა ბელოტის მიერ შეხვედრის უკანასკნელ წამებზე გატანილი გოლი გახლდათ.


    მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე, "მგლების" თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ მარცხის დამსახურებულობა აღიარა.


    "ვულოცავ "კრემონეზეს" დამსახურებულ გამარჯვებას. პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ. მეტოქე ნახევარფინალში სამართლიანად გავიდა.


    წინ გრძელი სეზონია და რთული მონაკვეთი ნებისმიერ გუნდს შეიძლება ჰქონდეს. ნეაპოლში შესანიშნავად ვითამაშეთ და წაგებას არ ვიმსახურებდით. სწორედ ამიტომ ვიყავი ამაყი სპალეტის ბიჭებთან დამარცხების მერე. მომდევნო მატჩებში გამარჯვებების მოპოვება აუცილებელი იქნება," - თქვა ჟოზემ.


    აქვე გეტყვით, რომ გუშინდელ შეხვედრას კვლავ ტრავმის გამო დააკლდა ლუკა ლოჩოშვილი. რაც შეეხება "კრემონეზეს", იტალიის თასის ნახევარფინალს მა 1987 წლის შემდეგ პირველად უწიეს.

    Facebook კომენტარები