• 03-04-2024
    დიდი სკანდალი ნაპოლიში - დე ლაურენტისი პროკურატურაში დაიბარეს
    დიდი სკანდალი ნაპოლიში - დე ლაურენტისი პროკურატურაში დაიბარეს

    დღეს "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი რომის პროკურატურაში დასაკითხად დაიბარეს. საქმე ეხება დე ლაურენტისის მიერ ფინანსური აღრიცხვების გაყალბების შესახებ გამოძიებას, რაც ვიქტორ ოსიმენის 2020 წელს განხორციელებულ ტრანსფერსა და კაპიტალის ფიქტიური ნამატის ეჭვთანაა დაკავშირებული. 

    როგორც ცნობილია, ამ ტრანსფერში "ნაპოლიმ" 4 ფეხბურთელი ჩართო, აქედან ერთ-ერთი ორესტის კარნეზისია, დანარჩენი 3 კი აკადემიის წევრი გახლავთ: ლუიჯი ლიგუორი, ჩირო პალმიერი და კლაუდიო მანცი. ამ საკითხზე, 2023 წლის იანვარში, პროკურატურამ "ნაპოლის" პრეზიდენტისთვის ბრალის წაყენება მოითხოვა.

    შეგახსენებთ, რომ "ნაპოლიმ" ნიგერიელი თავდამსხმელი 2020 წელს "ლილიდან" 75 მილიონ ევროდ შეიძინა.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები