• 07-04-2024
    მანჩინი: "დერბიში პირველად გავიტანე, უბედნიერესი ადამიანი ვარ"
    მანჩინი: "დერბიში პირველად გავიტანე, უბედნიერესი ადამიანი ვარ"
    Author of the article
    Aa

    იტალიურმა "რომამ" რომაული დერბი 2022 წლის მარტის შემდეგ პირველად მოიგო. დანიელე დე როსის გუნდმა თანაქალაქელი "ლაციო" 27 წლის მცველის, ჯანლუკა მანჩინის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა.

    იტალიელმა უკანახაზელმა თავისი ემოციები DAZN-ს გაუზიარა.

    "დერბი ამდენი ხნის შემდეგ პირველად მოვიგეთ, თანაც ჩემი გოლით. ეს ჩემთვის მე-10 დერბი იყო და აქამდე გოლი არასდროს გამეტანა. სამყაროში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ.

    გულშემატკივრები ამ მომენტს იმსახურებდნენ. მაშინ, როცა ჩვენ დავმარცხით და კოპა იტალიიდან გამოვვარდით, ქომაგები ჩვენს გვერდით იდგნენ. 

    საფინალო სასტვენის მერე გოლი მაბედნიერებს, მაგრამ მთავარი გამარჯვებაა. შორტები ტრიბუნისკენ ვისროლე, თუმცა მაისური დავიტოვე. ამ მაისურს მთელი ცხოვრების განმავლობაში შევინახავ.

    გამარჯვება ფანებთან ერთად ვიზეიმეთ და უპატივცემულობა არავისადმი გამოგვიხატავს. ჩვენი ქომაგების წინაშე ქედს ვიხრი. ისინი ფანტასტიკურები არიან," - თქვა მანჩინიმ.

    საინტერესოა, რომ გუშინდლამდე "რომა" "ლაციალეს" კარში გოლის გატანას ზედიზედ შეხვედრის მანძილზე ვერ ახერხებდა. 2022 წლის მარტში მათ "არწივებს" 3:0 მოუგეს, შემდეგ კი 3-ჯერ დამარცხდნენ და ერთხელ უგოლო ფრე ითამაშეს. ნავსი გუშინ სწორედ მანჩინიმ გატეხა.

    "რომას" სერია ა-ს სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიცია უკავია და მეოთხეადგილოსან "ბოლონიას" 3 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება "ლაციოს", იგი მე-8 ადგილზეა.

    Facebook კომენტარები