• 09-05-2024
    ანტონიო კონტე "იუვენტუსს" ელოდება
    ანტონიო კონტე "იუვენტუსს" ელოდება
    Author of the article
    Aa

    ანტონიო კონტე ტურინის "იუვენტუსისგან" შეთავაზებას ელოდება, - იუწყება TuttoJuve.

    უკვე გადაწყვეტილია, რომ სეზონის ბოლოს "ზებრები" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მყოფ მასიმილიანო ალეგრის დაემშვიდობებიან. კლუბმა უკვე დაიწყო მისი შემცვლელის ძიება.

    "ბიანკონერისთვის" პრიორიტეტული სამიზნე "ბოლონიას" ამჟამინდელი მესაჭე, ტიაგო მოტაა. რაც შეეხება კონტეს, TuttoJuve მასზე წერს:

    "ანტონიო კონტეს "იუვეში" დაბრუნება უნდა და მათ უცდის. "ნაპოლისა" და "მილანთან" ერთად, ბოლო დღეებში მას მიუნხენის "ბაიერნიდანაც" დაუკავშირდნენ, მაგრამ მწვრთნელმა ისინი თავაზიანი უარით გაისტუმრა."

    54 წლის სპეციალისტი "იუვენტუსს" სათავეში 2011-2014 წლებში ედგა. მან "ბებერ ქალბატონს" იტალიის ჩემპიონატი სამჯერ, ხოლო იტალიის თასი ორჯერ მოაგებინა.

    ბოლოს ანტონიო ლონდონის "ტოტენჰემს" წვრთნიდა, 2023 წლის მარტიდან კი უმუშევარია.

    Facebook კომენტარები