• 29-06-2023
    მარსელო ბროზოვიჩი "ალ ნასრიში" მიდის
    მარსელო ბროზოვიჩი "ალ ნასრიში" მიდის
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონამ" მარსელო ბროზოვიჩი საბოლოოდ დაკარგა.

    ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ 31 წლის ნახევარმცველი საუდის არაბულ "ალ ნასრს" შეუერთდება.

    ფაბრიციოს თქმით, საკუთარი არჩევანი ხორვატ ნახევარმცველს ჯამში 100 მილიონ ევროს (ხელფასისა და ხელმოწერის ბონუსის გათვალისწინებით) მოუტანს.

    "ბლაუგრანას" ბროზოვიჩი ძალიან მოსწონდა, თუმცა "ალ-ნასრის" მიერ მილანის "ინტერისთვის" შეთავაზებული 23 მილიონი ევრო კლუბისთვის გადაულახავი წინაღობა აღმოჩნდა.

    დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კატალონიური გრანდი ახლა "ჟირონას" შუახაზელზე, ორიოლ რომეუზე გადაერთვება.

    Facebook კომენტარები