

Calcio Napoli-ს ჟურნალისტმა ლუკა კალამაიმ იტალიური "ნაპოლის" პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის სამომავლო გეგმების შესახებ გვამცნო.
წყაროს თანახმად, 72 წლის კინორეჟისორი პრიორიტეტულ ამოცანად გუნდის ამჟამინდელ თავკაცთან, ლუჩიანო სპალეტისთან და სპორტულ დირექტორთან, კრისტიან ჯუნტოლისთან თანამშრომლობის გაგრძელებას მიიჩნევს. ამ საკითხზე მოლაპარაკებები ზაფხულში დაიწყება.
როგორც კი ნეაპოლელები ხსენებულ ორს დაიბევებენ, ხვიჩა კვარაცხელიასთან და ვიქტორ ოსიმენთან დაიწყებენ მუშაობას.
ჟურნალისტი წერს, რომ ჯუნტოლის "ნაპოლიში" დარჩენა უნდა, თუმცა სპალეტის ახალ ხელშეკრულებაზე დათანხმება საკმაოდ რთული იქნება, რადგან იტალიელი სპეციალისტი სატრანსფერო ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს.
ცნობისთვის, "ლურჯები" სერია ა-ს სატურნირო ცხრილს 19 ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ. მომდევნო მატჩი გუნდს 2 აპრილს "მილანთან" ელოდება.