• 07-06-2024
    "პსჟ-მ" ოსიმენს ხვიჩა ამჯობინა - იტალიელი ჟურნალისტების აზრი
    "პსჟ-მ" ოსიმენს ხვიჩა ამჯობინა - იტალიელი ჟურნალისტების აზრი

    ფრანგული და იტალიური სპორტული პრესის წარმომადგენლებმა "ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას მომავლის შესახებ გამოთქვეს თავიანთი აზრები.

    გიიომ-მაიარ პაჩინი (Eurosport-Francia):

    "პსჟ-ს" მბაპეს შემცვლელი სჭირდება, ლუის ენრიკეს ფავორიტი კი ხვიჩა კვარაცხელიაა. ამაზე იგი საფეხბურთო მრჩეველს, ლუის კამპოსსა და პრეზიდენტს, ნასერ ალ ხელაიფს გაესაუბრა. ხვიჩა პარიზელებს უკვე მოელაპარაკა, წლიურ გასამრჯელოდ კი 6-7 მილიონი ევრო განუსაზღვრეს. ახლა კლუბები უნდა მორიგდნენ, რაც რთული იქნება. ოსიმენზე ბევრი ჭორი გავიგე, მაგრამ "პსჟ-ს" მის წასაყვანად კონკრეტული არაფერი გაუკეთებია, რადგან მბაპეს პირდაპირ შემცვლელად მათ კვარაცხელია მიაჩნიათ."

    იტალიო დე კუჩი (Corriere dello Sport):

    "არასდროს უნდა იფიქრო, რომ ვინმე შეუცვლელია. თუ კვარაცხელიაში "ნაპოლის" წარმოუდგენელ თანხას შესთავაზებენ, უარის თქმა სისულელე იქნება."

    ალესანდრო გრადოსო (Gazzetta dello Sport):

    "ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ხანგრძლივი იქნება, მოლაპარაკებები კი - ძნელი. დღეს რაიმეს მტკიცება ადრეა. მბაპეს წასვლამ "პსჟ-ს" სახელფასო განაკვეთი შეუმსუბუქა, რაც მათ ტრანსფერის განსახორციელებლად ხელ-ფეხს უხსნის. ლუის ენრიკეს კვარაცხელია მოსწონს, რადგან იგი მარცხენა ფრთაზე თამაშს ამწვავებს და კილიანის მსგავსად თამაშობს."

    როგორც ხედავთ, "პარი სენ ჟერმენის" ინტერესს ჟურნალისტები ერთხმად ადასტურებენ. "პსჟ-მ" კილიან მბაპე მადრიდის "რეალში" გაუშვა, მის შემცვლელად კი სწორედ ხვიჩა მოინიშნა, ვიქტორ ოსიმენმა კი მეორე პლანზე გადაიწია. არადა, ნიგერიელ ცენტრფორვარდს ლიგა ერთის მოქმედ ჩემპიონებს თვეების განმავლობაში უკავშირებდნენ.


    Facebook კომენტარები