• 13-06-2024
    ოფიციალურად: "მილანი" პაულო ფონსეკას ჩააბარეს
    ოფიციალურად: "მილანი" პაულო ფონსეკას ჩააბარეს

    იტალიურმა "მილანმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდს პაულო ფონსეკა გაწვრთნის. 

    პორტუგალიელი სპეციალისტი "როსონერის" ლეგენდამ, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა წარადგინა. შვედის თქმით, კლუბმა გულდასმით შეისწავლა ფონსეკას მიერ "ლილში" გაწეული სამუშაო.

    "გვინდა, რომ მან ჩვენს გუნდში თავისი იდენტობა, შემტევი სტილი მოიტანოს და ჩვენს ფეხბურთელებს შესძინოს. 5 წლის შემდეგ რაღაც ახალი გვინდოდა, სტეფანო პიოლისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად," - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.

    51 წლის ფონსეკამ ლომბარდიელებთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

    პაულოს იტალიაში მუშაობის გამოცდილებაც აქვს. 2019-2021 წლებში იგი "რომას" ხელმძღვანელობდა.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები