• 17-06-2023
    "გამოცდილება ჩვენი უპირატესობაა" - პერიშიჩი ფინალის წინ
    "გამოცდილება ჩვენი უპირატესობაა" - პერიშიჩი ფინალის წინ
    Author of the article
    Aa

    18 ივნისს ნიდერლანდების ქალაქი ენდსხეენდე ერთა ლიგის 2022/2023 წლების გათამაშების ფინალს უმასპინძლებს, სადაც ერთმანეთს ხორვატიისა და ესპანეთის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდებიან.

    მატჩამდე ერთი დღით ადრე, ხორვატთა და ლონდონის "ტოტენჰემის" ფლანგელმა, ივან პერიშიჩმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

    "ჩვენ ერთად დიდი ხანია მოვდივართ და გუნდს ჰყავს ბირთვი, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში შეიკრა.

    ესპანეთის ნაკრებს ბევრი ჰყავს ახალი, ახალგაზრდა ფეხბურთელი, მაგრამ ისინი დიდ გუნდებში თამაშობენ. დიახ, მათზე გამოცდილები ვართ, რადგან 2018 წლის მუნდიალის ვიცე-ჩემპიონები გავხდით, კატარში კი მესამე ადგილი დავიკავეთ.

    მჯერა, რომ შეიძლება ჩვენ მცირედი უპირატესობაც კი გვქონდეს. რუსეთში და კატარში დიდი გამოცდილება დავაგროვეთ. მიუხედავად ამისა, ჩვენ ესპანეთზე ვლაპარაკობთ. მათ ყოველთვის შეუძლიათ, რომ უძლიერეს ნაკრებად გარდაისახონ," - თქვა პერიშიჩმა.

    შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ჩემპიონი მესამედ გამოვლინდება. პირველი ორი გათამაშება პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაკრებებმა მოიგეს.

    ხორვატებისა და ესპანელების ფინალური ჯახი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები