• 27-11-2023
    ცნობილია - ითამაშებს თუ არა ბელინგემი კვარაცხელიას წინააღმდეგ
    ცნობილია - ითამაშებს თუ არა ბელინგემი კვარაცხელიას წინააღმდეგ

    როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" ინგლისელმა ვარსკვლავმა, ჯუდ ბელინგემმა "რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ მხარი დაიზიანა, რის გამოც მან რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა.

    ინგლისელი ახლა მწყობრშია, ჯუდმა "კადიზის" წინააღმდეგ ითამაშა და თავი გოლს პლუს ასისტით გამოიჩინა.

    ესპანურ მედიაში იწერება, რომ მიუხედავად თამაშისა ინგლისელ მხრის ტკივილი კვლავ აწუხებს.

    ბელინგემს გადაწყვეტილი აქვს, რომ მომდევნო მატჩები გამაყუჩებლის თანხლებით ითამაშოს და გუნდს დაეხმაროს.

    აქვე შეგახსენებთ, რომ "ბლანკოსი" შემდეგ შეხვედრას, 29 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" წინააღმდეგ გამართავს, ჯუდი კი ამ მატჩს ტკივილგამაყუჩებლით ითამაშებს.

    Facebook კომენტარები