• 19-06-2023
    ესპანეთის ნაკრები ერთა ლიგის ჩემპიონია
    ესპანეთის ნაკრები ერთა ლიგის ჩემპიონია
    Author of the article
    Aa

    ერთა ლიგის 2022/2023 წლების გათამაშების გამარჯვებული ესპანეთის ნაკრები გახდა!

    "ფურია როხამ" ფინალში ხორვატიის ეროვნული გუნდი დაამარცხა.

    ძირითად 90 და დამატებულ 30 წუთში ერთმანეთისთვის გოლის გატანა ვერცერთმა გუნდმა მოახერხა, ამიტომ გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია გახდა საჭირო.

    ხორვატთა მხრიდან პენალტები ნიკოლა ვლასიჩმა, მარსელო ბროზივიჩმა, ლუკა მოდრიჩმა და ივან პერიშიჩმა გაიტანეს. ესპანეთის ნაკრების კიპერმა უნაი სიმონმა ლოვრო მაიერისა და ბრუნო პეტკოვიჩის დარტყმულები მოიგერია.

    ერთადერთი ესპანელი, რომლის დარტყმაც გაცუდდა, აიმერიკ ლაპორტე გახლდათ. "მანჩესტერ სიტის" მცველმა ბურთი ძელს მოახვედრა.

    პეტკოვიჩის გაფუჭებული პენალტის შემდეგ, ბურთთან დანი კარვახალი მივიდა, პენალტი პანენკას სტილში შეასრულა და თერთმეტმეტრიანების სერიის საბოლოო ანგარიში - 5:4 დააფიქსირა.

    "ფურია როხამ" ერთა ლიგა ისტორიაში პირველად მოიგო და 11-წლიანი უტიტულო სერია შეწყვიტა. რაც შეეხებათ ხორვატებს, მათ ტიტული ისევ არ აქვთ მოგებული, თუმცა აქტივს კიდევ ერთი ტურნირის მედლები შესძინეს.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები