• 27-07-2023
    "ვორსკლას ცუდად ვიცნობ" - დომჩენკო მომავალ მატჩზე საუბრობს
    "ვორსკლას ცუდად ვიცნობ" - დომჩენკო მომავალ მატჩზე საუბრობს

    როგორც მოგეხსენებათ, გორის "დილა" კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში უკრაინულ "ვორსკლას" დაუპირისპირდება.

    მატჩთან დაკავშირებით, გორელთა მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დომჩენკომ ისაუბრა:

    "ვორსკლას ცუდად ვიცნობ. ვიცნობ ვიქტორ სკრიპნიკს, რომელიც კარგი მწვრთნელია. როდესაც ის ზორიას წვრთნიდა, მე მეტალურგსა და მეტალისტ 1925-ში ვმუშაობდი. თვალი მეჭირა მის საქმიანობაზე და მომწონდა მისი მუშაობა. კარგად ვიცი მისი სტილი. ახალგაზრდობაში მასთან რამდენიმე კვირით სტაჟირებაზეც კი ვიმყოფებოდი"

    "ზორიაში ის 4-4-2 სქემით, ნახევარდაცვაში კლასიკური რომბით და ორი თავდამსხმელით თამაშობდა, ახლა კი ის ალბათ სხვა სქემას იყენებს. ბევრი ახალი მოთამაშეა. ვნახე ვორსკლას სამი ამხანაგური მატჩი. გუნდს მწვრთნელის ხელწერა ეტყობა, მოთამაშეებს ესმით მისი, იცნობენ მის ფილისოფიასა და მოთხოვნებს. მეტოქე მოთამაშეებსა და მწვრთნელს დიდ პატივს ვცემთ და ყურადღებით ვემზადებით მასთან სათამაშოდ. ვიცით, რომ იოლი დაპირისპირება არ გველოდება"

    "ჩვენთვის ძალიან კარგია, რომ პირველი მატჩი გასვლაზე გვაქვს. ვისურვებდით, რომ არ ჩავფლავდეთ. შემდეგ უკვე მოგვიწევს საშინაო შეხვედრა და მშობლიური კედლები დაგვეხმარება. თანაც, პირველი თამაში ორივე გუნდისთვის გასვლითი იქნება - პოლონეთში. ასეთია ვითარება უკრაინაში".

    Facebook კომენტარები