• 05-08-2023
    ოფიციალურად: "დინამოს" ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
    ოფიციალურად: "დინამოს" ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

    თბილისის "დინამომ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდს ანდრეი კარასკო გაწვრთნის, რომელიც "დინამოს" აკადემიას ედგა სათავეში.

    ესპანელ სპეციალისტს "დინამოს" აკადემიის დაარსებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი, მას კი 2022 წლიდან ხელმძღვანელობდა. საქართველოში მას "საბურთალოს" აკადემიაშიც უმუშავია.

    ანდრეი 12 წლის განმავლობაში მუშაობდა "ბარსელონას" აკადემიაში. იყო "მაგალას" 16-წლამდელთა და "შახტარის" 19-წლამდელთა გუნდების მთავარი მწვრთნელიც.

    რაც შეეხება "ზრდასრულთა" ფეხბურთს, კარასკო "ვესტერ სიდნეი უორიორსის" (ავსტრალია) და "კარაბიუკსპორში" (თურქეთი) იყო მთავარი მწვრთნელის ასისტენტი. "დინამომდე" მას ქუვეითის ეროვნული ნაკრები ებარა.

    ჯერჯერობით უცნობია, რამდენხნიანი კონტრაქტი გააფორმა ესპანელმა სპეციალისტმა "დინამოსთან". მისი დებიუტი 13 აგვისტოს, "გაგრას" წინააღმდეგ შედგება.


    Facebook კომენტარები