• 10-08-2023
    "ბაიერნი" და "სპურსი" შეთანხმდნენ - ახლა კეინი ყოყმანობს
    "ბაიერნი" და "სპურსი" შეთანხმდნენ - ახლა კეინი ყოყმანობს
    Author of the article
    Aa

    მიუნხენის "ბაიერნი" და ლონდონის "ტოტენჰემი" ჰარი კეინის 100 მილიონ ფუნტად განსახორციელებელ ტრანსფერზე შეთანხმდნენ, თუმცა ინგლისელი ცენტრფორვარდი ახლა მშობლიურ გუნდში დარჩენისკენ იხრება.

    Sky Sports-ის ინფორმაციით, 30 წლის ცენტრფორვარდს უნდა, რომ მისი მომავალი "დეზებსა" და "ბრენტფორდს" შორის კვირას გასამართ მატჩამდე გადაწყდეს.

    აქამდე ისე ჩანდა, რომ კეინს "რეკორდმაისტერში" გადაბარგება უნდოდა და ტრანსფერს ხელს მხოლოდ ლონდონური კლუბის პოზიცია უშლიდა. "ბაიერნისა" და "სპურსის" შეთანხმების შემდეგ კი ყველაფერი მაინც არ არის გადაწყვეტილი, რისი მიზეზიც ჰარის ორჭოფობაა.

    რაც შეეხება ბავარიელთა შეთავაზებას, ფიქსირებული თანხა 86 მილიონ ფუნტს შეადგენს, ბონუსებით კი 100 მილიონსაც აღწევს.

    შეგახსენებთ, რომ ჰარიმ "ტოტენჰემის" მაისურით პირველი გოლი 2011 წელს შეაგდო. "სპურსში" ჩატარებულ 435 შეხვედრაში მას 280 გოლი აქვს გატანილი. 

    ალან შირერის რეკორდამდე, რომელიც პრემიერ ლიგაში გატანილ ყველაზე მეტ გოლს გულისხმობს, "დეზების" ცხრიანს სულ 48 შედეგიანი დარტყმა აშორებს.

    Facebook კომენტარები