• 30-03-2022
    ინფანტინოს იდეა ჩავარდა - დიდი ალბათობით, მუნდიალი კვლავ ყოველ 4 წელიწადში ჩატარდება
    [/xfgiven_playerads]
    ინფანტინოს იდეა ჩავარდა - დიდი ალბათობით, მუნდიალი კვლავ ყოველ 4 წელიწადში ჩატარდება
    Aa

    ახალი ამბავი არ არის, რომ FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო მსოფლიოს ჩემპიონატის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების იდეას ემხრობა.


    საინფორმაციო სააგენტო AFP-ის ინფორმაციით, ევროპა და სამხრეთ ამერიკა აღნიშნულ მოსაზრებას ეწინააღმდეგებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ, დიდი ალბათობით, მუნდიალი კვლავ ყოველ 4 წელიწადში ერთხელ გაიმართება.


    როგორც ირკვევა, წინ წამოიწია ახალი იდეა, რომელიც კონფერედაციის თასის ევროპულ და სამხრეთამერიკულ ნაკრებებს შორის ჩატარებას გულისხმობს.


    არ არის გამორიცხული ევროპის ერთა ლიგაში სამხრეთ ამერიკის ნაკრებების დამატებაც. ფაქტია, რომ მოლაპარაკებებზე მუნდიალის ჩატარების ინტერვალის შემცირება არც განიხილება.


    ცნობისთვის, ინფანტინოს იდეას (მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველ 2 წელიწადში ჩატარება) სამხრეთ ამერიკა და ევროპა ეჭვის თვალით უყურებენ, თუმცა აზია და აფრიკა ემხრობიან.

    Facebook კომენტარები