

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ დღეს იმ 26 ფეხბურთელისგან შემდგარი განაცხადი გამოაქვეყნა, რომლებიც კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებენ მონაწილეობას.
"სელესაოს" სამუნდიალო სია შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარეები: ალისონი (ლივერპული), ედერსონი (მანჩესტერ სიტი), ვევერტონი (პალმეირასი)
მცველები: დანილო (იუვენტუსი), დანი ალვეში (პუმასი), ალექს სანდრო (იუვენტუსი), ალექს ტელეში (სევილია), ტიაგო სილვა (ჩელსი), მარკინიოსი (პსჟ), ედერ მილიტაო (რეალი), ბრემერი (იუვენტუსი)
ნახევარმცველები: კაზემირო (მანჩესტერ იუნაიტედი), ფაბინიო (ლივერპული), ბრუნო გიმარაეში (ნიუკასლი), ფრედი (მანჩესტერ იუნაიტედი), ლუკას პაკეტა (ვესტ ჰემი), ევერტონ რიბეირო (ფლამენგო)
თავდამსხმელები: ნეიმარი (პსჟ), ვინისიუსი (რეალი), გაბრიელ ჟესუსი (არსენალი), ანტონი (მანჩესტერ იუნაიტედი), რაფინია (ბარსელონა), რიჩარლისონი (ტოტენჰემი), გაბრიელ მარტინელი (არსენალი), როდრიგო (რეალი), პედრო (ფლამენგო)
განაცხადში ელოდნენ რობერტო ფირმინოს, თუმცა მისი ადგილი "არსენალის" გარემარბმა, გაბრიელ მარტინელიმ დაიკავა, რომელიც ფენომენალურ სეზონს ატარებს. გასაკვირია განაცხადში ასევე "მეთოფის", გაბრიელ მაგალაესის არყოფნაც.
კატარულ თავგადასავალს "სელესაო" 24 ნოემბერს სერბეთთან ჯახით დაიწყებს. ჯგუფში დანარჩენი წევრები კამერუნი და კოსტა რიკა არიან.