• 11-11-2022
    ესპანეთის ნაკრების 26-კაციანი განაცხადი მსოფლიო ჩემპიონატისთვის
    ესპანეთის ნაკრების 26-კაციანი განაცხადი მსოფლიო ჩემპიონატისთვის
    Aa

    რამდენიმე წუთის წინ, ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ დაასახელა "ფურია როხას" 26-კაციანი განაცხადი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის. "ფურია როხა" კატარში ასეთი შემადგენლობით მიემგზავრება:


    მეკარეები: უნაი სიმონი (ატლეტიკ ბილბაო), რობერტ სანჩესი (ბრაიტონი), დავიდ რაია (ბრენტფორდი)


    მცველები: დანი კარვახალი (რეალი), სეზარ აზპილიკუეტა (ჩელსი), ერიკ გარსია (ბარსელონა), აიმერიკ ლაპორტე (მანჩესტერ სიტი), პაუ ტორესი (ვილიარეალი), უგო გილამონი (ვალენსია), ხოსე გაია (ვალენსია), ჟორდი ალბა (ბარსელონა)


    ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), როდრი (მანჩესტერ სიტი), პაბლო გავი (ბარსელონა), კარლოს სოლერი (პსჟ), პედრი (ბარსელონა), კოკე (ატლეტიკო), დანი ოლმო (ლაიფციგი), მარკოს ლიორენტე (ატლეტიკო)


    თავდამსხმელები: ფერან ტორესი (ბარსელონა), მარკოს ასენსიო (რეალი), პაბლო სარაბია (პსჟ), ნიკო უილიამსი (ატლეტიკ ბილბაო), ალვარო მორატა (ატლეტიკო), იერი პინო (ვილიარეალი), ანსუ ფატი (ბარსელონა)


    ბოლო წუთებამდე გაურკვეველი გახლდათ განაცხადში ანსუ ფატის მოხვედრა-მოუხვედრელობის საკითხი. "ბარსელონას" ათიანი მაინცდამაინც კარგ ფორმაში არ იმყოფება, თუმცა, როგორც ხედავთ, ლუის ენრიკემ მას შანსი მაინც მისცა. სამაგიეროდ, კატარში არ მიდის "ბარსას" ის ახალგაზრდა, რომელიც სეზონს ჩინებულად ატარებს - საუბარია 19 წლის ალეხანდრო ბალდეზე.


    განაცხადში ასევე ვერ ვხედავთ ტიაგო ალკანტარას (ლივერპული), სერხიო რამოსსა (პსჟ) და დავიდ დე ხეას (მანჩესტერ იუნაიტედი). სამივე ვარსკვლავი ოპტიმალურ კონდიციებშია, თუმცა მათი სახლში დატოვება "ფურია როხას" თავკაცის პირადი გადაწყვეტილება გახლავთ.


    შეგახსენებთ, რომ მუნდიალზე ესპანეთი E ჯგუფშია მოხვედრილი. პირენეელები ტურნირს 23 ნოემბერს, კოსტა-რიკასთან ჯახით დაიწყებენ. ჯგუფში ასევე არიან გერმანია და იაპონიაც.

    Facebook კომენტარები