• 25-01-2024
    "ბარსა" და პირველი წუთის კატასტროფა - საინტერესო ფაქტი
    "ბარსა" და პირველი წუთის კატასტროფა - საინტერესო ფაქტი

    საფეხბურთო სტატისტიკის ყველაზე ავტორიტეტულმა სააგენტომ, Opta-მ შემოგვთავაზა ერთი მეტად საინტერესო ფაქტი, რომელიც "ბარსელონას" დაცვის ხაზში არსებულ პრობლემებს უსვამს ხაზს.

    საქმე იმაში მდგომარეობს, რომ "ბლაუგრანამ" მიმდინარე სეზონში 3 გოლი გაუშვა მატჩის პირველ წუთზე.

    ეს მაჩვენებელი თანაბარია იმ ჯამური რაოდენობისა, რომელიც გუნდს წინა 18 სეზონში ჰქონდა დაფიქსირებული (2 გოლი 2011/2012 წლების სეზონში, 1-იც კი - 2014/2015 წლების სეზონში).

    კატალონიელთა კარი პირველივე წუთზე აიღეს გუშინდელ შეხვედრაშიც. თავის გამოჩენა ბილბაოს "ატლეტიკის" ფეხბურთელმა, გორკა გურუზეტამ მოახერხა.

    აღნიშნული ფაქტი მხოლოდ იმაზე შეიძლება მიუთითებდეს, რომ "ბარსას" ფეხბურთელებს თამაშში სრული კონცენტრაციით შესვლა უჭირთ, რაც ნაადრევად გაშვებულ გოლებში ხშირად გამოიხატება.

    Facebook კომენტარები