• 26-01-2024
    საბა საზონოვს გერმანიიდან მსურველი ჰყავს! - რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბა
    საბა საზონოვს გერმანიიდან მსურველი ჰყავს! - რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბა

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “ტორინოს” ახალგაზრდა მცველს, საბა საზონოვს არცისე დიდი სათამაშო დრო ეძლევა.

    გავლენიანი გერმანული წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ჰამბურგი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გაძლიერებას გეგმავს.

    გერმანულ გუნდი ამ ეტაპისთვის “ტორინოს” ცენტრალურ მცველებს საბა საზონოვსა და დავიდ ზიმას აკვირდება.

    საუბარია, 6 თვიან საიჯარო ხელშეკრულებაზე, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, დასთანხმდება თუ არა ტურინული გუნდი ამ შეთავაზებას.

    ცნობისთვის, “ჰამბურგს” საზონოვის შეძენა ჯერ კიდევ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სურდა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.

    აქვე გეტყვით იმასაც, რომ "ჰამბურგი" ბუნდესლიგა 2-ში მე-3 ადგილს იკავებს.

    Facebook კომენტარები