• 26-01-2024
    "იმედია, მეც მოგენატრებით" - ჩავი "ვილიარეალთან" მატჩის წინ
    "იმედია, მეც მოგენატრებით" - ჩავი "ვილიარეალთან" მატჩის წინ
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონა" ხვალ ლა ლიგის 22-ე ტურის შეხვედრამდე ჩაატარებს, სადაც შინ "ვილიარეალს" მიიღებს.

    იქამდე კი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა მატჩისწინა პრესკონფერენცია ჩაატარა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

    "აქ უკვე ორწელიწად-ნახევარია ვმუშაობ. დადგება მომენტი, როცა წავალ."

    "თუ ისე ვითამაშებთ, როგორც "ატლეტიკთან", გამარჯვებასთან უფრო ახლოს ვიქნებით. ბალდეს მხარეს ვართ და გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს. დარწმუნებული ვარ, იგი საუკეთესო არჩევანს გააკეთებს, იქნება ეს ოპერაცია თუ არა."

    "ლევანდოვსკიმ ბოლო 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა. ის ჩვენთვის კვლავ მნიშვნელოვანი იქნება. გამოსავალს ვეძებთ. გუნდი ერთიანია."

    "ივლისიდან მოყოლებული, როდესაც "არსენალთან" პრესეზონის მატჩი წავაგეთ, ჩემს გუნდში დარჩენასთან დაკავშირებით კითხვები გამუდმებით ისმება. კრიტიკაც მესმის და მოთხოვნებიც. სამუშაოს მშვიდად ვასრულებ."

    "ჩემი მომავალი? ყველაფერს ივნისში გადავწყვეტთ, მაგრამ ენერგია შერჩენილი მაქვს."

    "ადამიანები მაშინ ენატრებათ, როცა ისინი მიდიან. შეხედეთ ბუსკეტსს, ალბას, ვალვერდეს მოგებულ ჩემპიონატებს... იმედია, მეც მოგენატრებით. აქ ბედნიერი ვარ. ვაფასებ იმას, რაც მაქვს."

    "დიდი სიამოვნებაა, რომ გუნდში გყავს ისეთი ფეხბურთელი და ადამიანი, როგორიც კანსელუა. იგი ხვალ დაბრუნდება."

    "ვფიქრობ, ფიზიკურად კარგად ვართ მომზადებული. მატჩების ბოლო წუთებში ბევრი გოლი გაგვაქვს."

    "ლა ლიგისთვის ბრძოლაში შეგვიძლია ჩართულები ვიყოთ. ჩემპიონთა ლიგა აღტაცებით გვავსებს. ჩვენ გვყავს გუნდი, რომელსაც ორივე ტიტულისთვის შეუძლია ბრძოლა."

    შეგახსენებთ, რომ "ბარსასა" და "ვილიარეალის" ჯახი ხვალ, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები