• 03-12-2022
    ევრა: "დემბელე მბაპეზე მეტს აკეთებს"
    ევრა: "დემბელე მბაპეზე მეტს აკეთებს"
    Aa

    წარსულში ცნობილმა ფრანგმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ "ბარსელონას" 25 წლის გარემარბი, უსმან დემბელე შეაქო.


    "უსმან დემბელე მბაპეზე მეტს აკეთებს. ის ფლანგის მცველებს ანადგურებს. ჩემთვის, ჯერჯერობით დემბელე საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელია მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე.


    ანტუან გრიზმანმა ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. იგი საკვანძო ფეხბურთელია. მბაპე ვერ მაოცებს. ის რეკორდებს ამსხვრევს და უკვე 3 გოლი აქვს გატანილი.


    მიუხედავად ამისა, დემბელე ყოველთვის ხიფათს წარმოადგენს. ყოველ ჯერზე, როცა უსმანი ბურთს მიიღებს, იგი მეტოქეს საშიშროებას უქმნის. ვიმედოვნებ, რომ ის ტრავმას არ მიიღებს," - თქვა ევრამ.


    შეგახსენებთ, რომ მიმდინარე მუნდიალზე დემბელეს მონაგარი 1 საგოლე გადაცემას შეადგენს.


    მერვედფინალურ ეტაპზე "მამლები" პოლონეთის ნაკრებს შეხვდებიან. მატჩი ხვალ, თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები