04-12-2022

"ბევრი ყეფა, კბენის გარეშე" - დეპაიმ ბარკლის დასცინა

ავტორი
ნიდერლანდები 3:1 აშშ - ჰოლანდია პირველი 1/4ფინალისტია
VIDEO: მუნდიალის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი! - რაიტის საოცარი გოლი ნიდერლანდებთან
"ბარსელონასა" და ნიდერლანდების ნაკრების ცენტრფორვარდმა მემფის დეპაიმ სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა.
"ბევრი ყეფა, კბენის გარეშე," - დაწერა მემფისმა და პოსტს წარსულში ცნობილი კალათბურთელის, ჩარლზ ბარკლის ფოტო დაურთო.
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ რამდენიმე დღის წინ, ბარკლიმ მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში გამარჯვება აშშ-ს უწინასწარმეტყველა და თქვა, რომ ნიდერლანდების ნაკრებს ცუდი დღე ელოდა.
ბარკლის ამ განცხადებას "ნარინჯისფრებმა" დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3:1. ერთი გოლი თავად დეპაიმ გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში ნიდერლანდელები არგენტინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.
ტეგები:
Facebook კომენტარები