• 06-12-2022
    ბუსკეტსი: "შემდეგ ეტაპზე გასვლას ვიმსახურებდით"
    ბუსკეტსი: "შემდეგ ეტაპზე გასვლას ვიმსახურებდით"
    Aa

    ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა კატარის მსოფლიო ჩემპიონატი მერვედფინალური ეტაპიდან დატოვა.


    "ფურია როხა" მაროკოს ეროვნულ გუნდთან პენალტების სერიაში, ანგარიშით 0:3 დამარცხდა. მანამდე შეხვედრის 120 წუთი ნულოვან ყაიმში გაილია.


    ესპანელთაგან რიგით მესამე თერთმეტმეტრიანი "ბარსელონას" კაპიტანმა სერხიო ბუსკეტსმა გააცუდა, რომელმაც მატჩის შემდეგ მცირე კომენტარიც გააკეთა.


    "დღეს გამარჯვებასა და შემდეგ ეტაპზე გასვლას ვიმსახურებდით.


    საბოლოო ჯამში, როცა 3 პენალტს გააფუჭებ, მოგება ძალიან გაგიჭირდება.


    ეს რთული ღამე იყო. ახლა საკუთარ საქმეს უნდა დავუბრუნდეთ და მომავალზე ვიფიქროთ," - თქვა ბუსკეტსმა.


    შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკეს გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფში მეორეადგილოსნის პოზიციით გავიდა. ჯგუფში მათ კოსტა რიკას მოუგეს, გერმანიასთან ფრე ითამაშეს, ხოლო იაპონიასთან დამარცხდნენ.


    რაც შეეხება მაროკოს, მეოთხედფინალში აფრიკელები პორტუგალიასა და შვეიცარიას შორის უმჯობესს დაუპირისპირდებიან.

    Facebook კომენტარები