• 06-12-2022
    VIDEO: შოკისმომგვრელი კადრები - ეტო'ომ ფანს სცემა
    VIDEO: შოკისმომგვრელი კადრები - ეტო'ომ ფანს სცემა
    Aa

    "ბარსელონასა" და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა სამუელ ეტო'ო დიდ სკანდალში გაეხვა.


    სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება ვიდეო, სადაც ასახულია, თუ როგორ ჩაარტყა კამერუნელმა მუხლი სახეში ვიდეოკამერით "შეიარაღებულ" გულშემატკივარს.


    ეტო'ო იმდენად გაბრაზებული გახლდათ, რომ მისი შეკავება რამდენიმე მცველსაც კი გაუჭირდა. როგორც აღმოჩნდა, "შავი პანტერის" გაბრაზება ამ ქომაგის (რომელიც იუთუბერი ყოფილა) შეკითხვებმა გამოიწვია. 


    საქმე იმაში მდგომარეობს, რომ იუთუბერმა ყოფილ ფეხბურთელს კამერუნისა და ალჟირის ნაკრებების უკანასკნელი მატჩის შესახებ ჰკითხა. "დაუმარცხებელი ლომები" მუნდიალზე სწორედ ალჟირის დამარცხებით მოხვდნენ, იმ შეხვედრაში კი მთავარმა არბიტრმა რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილება მიიღო, რამაც ალჟირელები ძალიან გააბრაზა.


    შეგახსენებთ, რომ სამუელი ამჟამად კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია. სწორედ ამ სტატუსით იმყოფებოდა ეტო'ო კატარში, სადაც მისმა კამერუნმა ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა.

    Facebook კომენტარები