• 07-02-2024
    "ატლეტიკო" გრინვუდით დაინტერესდა
    "ატლეტიკო" გრინვუდით დაინტერესდა

    მადრიდის "ატლეტიკო" "მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელი თავდამსხმელით, მეისონ გრინვუდით ინტერესდება, - იუწყება The Telegraph.

    22 წლის ინგლისელი ამჟამად "ხეტაფეშია" განათხოვრებული. სეზონის დასრულების შემდეგ იგი კვლავ "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნდება, თუმცა თითქმის გადაწყვეტილია, რომ მანკუნიელები მას არ შეინარჩუნებენ, მიზეზი კი ის რეპუტაციული ზიანია, რომელიც გრინვუდს ძალადობის საქმით მიადგა.

    მეისონის გამოსყიდვას "ხეტაფე" აუცილებლად ისურვებდა, თუმცა ძნელი წარმოსადგენია, "ალფონსო პერესის" ბინადრებმა შეძლონ იმ თანხის გადახდა, რომელსაც მანჩესტერელები მოითხოვენ.

    როგორც ირკვევა, გრინვუდისთვის ადგილი "ატლეტიკოს" საზაფხულო სიაში მოიძებნა. "როხიბლანკოს" თავდამსხმელის დამატება უნდა, ახალგაზრდა ინგლისელი კი ერთ-ერთ მომხიბლავ ვარიანტად ესახება.

    მეისით დაინტერესებულ კლუბებს შორის მოიაზრებენ "ვალენსიასა" და "რეალ სოსიედადსაც".

    შეგახსენებთ, რომ "ხეტაფეს" მაისურით ჩატარებულ 22 მატჩში გრინვუდმა თავი 7 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

    Facebook კომენტარები