• 07-02-2024
    ფრენკი: "ნათელია, რომ ტოუნი ზაფხულში გაიყიდება"
    ფრენკი: "ნათელია, რომ ტოუნი ზაფხულში გაიყიდება"
    Author of the article
    Aa

    ინგლისური "ბრენტფორდის" მთავარი მწვრთნელი, ტომას ფრენკი ფიქრობს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის მთავარი ვარსკვლავი, აივან ტოუნი ნავსაყუდელს შეიცვლის.

    "ნათელია, რომ ზაფხულში ტოუნი წესით გაიყიდება.

    შენი საუკეთესო ფეხბურთელის გაყიდვა შეიძლება ძვირად დაგიჯდეს, მაგრამ ისიც ვიცი, რომ მას ჩვენთან კონტრაქტით მხოლოდ 1 წელი აქვს დარჩენილი. 

    ვიცით ტოუნის ფასიც. არ მგონია, რომ ახლა მსოფლიოში ბევრი იყოს მასზე უკეთესი თავდამსხმელი," - განაცხადა გამოცდილმა სპეციალისტმა.

    შეგახსენებთ, რომ 27 წლის ფორვარდი ფეხბურთს იანვარში, რვათვიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ დაუბრუნდა. დაბრუნების შემდეგ ნათამაშებ პირველივე მატჩში მან "ნოტინგემ ფორესტს" ულამაზესი ჯარიმა გაუტანა.

    აივანს ახალ გუნდში გადაბარგებას იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზეც უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა "ფუტკრებს" შეთავაზება არავისგან მიუღიათ.

    ტოუნით ყველაზე მეტად დაინტერესებულ კლუბად ლონდონის "არსენალი" მიიჩნევა.

    Facebook კომენტარები