• 23-06-2023
    "იუნაიტედს" გიორგი მამარდაშვილის მიმართ ისევ დიდი ინტერესი აქვს - ინგლისური მედია
    "იუნაიტედს" გიორგი მამარდაშვილის მიმართ ისევ დიდი ინტერესი აქვს - ინგლისური მედია

    "მანჩესტერ იუნაიტედი" ახალ მეკარეს ეძებს და გიორგი მამარდაშვილს ისევ აკვირდება, იუწყება ინგლისური გამოცემა OneFootball-ი.

    ახალგაზრდა ქართველი მეკარე "ვალენსიას" აუცილებლად დატოვებს, მრავალ მსურველს შორის კი "იუნაიტედიც" სახელდება.

    დიდი ალბათობით, დავიდ დე ხეას მანჩესტერული კარიერა დასრულდა, ერიკ ტენ ჰაგს კი მისი შემცვლელი ესაჭიროება.

    "იუნაიტედი" რამდენიმე ფეხბურთელს განიხილავს, მათ შორის არის მამარდაშვილიც, რომელიც დაახლოებით 25 მილიონად შეფასდა.

    ამ დროისთვის, "წითელი ეშმაკები" მხოლოდ ინტერესს გამოხატავენ და მოლაპარაკებები არ დაწყებულა.

    Facebook კომენტარები