• 16-02-2024
    “ბარსელონა” ალექს ვალეს დაბრუნებას გეგმავს
    “ბარსელონა” ალექს ვალეს დაბრუნებას გეგმავს

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონას” 19 წლის მცველი, ალექს ვალე “ლევანტეში” იჯარის წესით ყავს განათხოვრებული.

    ვალე მოედანზე ბოლომდე იხარჯება და ნელ-ნელა “ღამურების” ერთ-ერთ ლიდერადაც კი იქცა.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ლუის როხოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ლურჯ-ბროწეულისფერები” ახალგაზრდა ფეხბურთელის დაბრუნებას გეგმავენ.

    ცნობისთვის, 19 წლის ვალემ მიმდინარე სეზონში ლა ლიგა 2-ში 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

    Facebook კომენტარები