• 16-02-2024
    ლაშა კვარაცხელია “სამტრედიაში” ითამაშებს
    ლაშა კვარაცხელია “სამტრედიაში” ითამაშებს

    21 წლის მოთამაშე, ლაშა კვარაცხელია კარიერას “სამტრედიაში” გააგრძელებს. ინფორმაციას იმერული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    ლაშამ ახალ გუნდთან სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კონტრაქტსაც მოაწერა ხელი.

    საგულისხმოა, რომ ლაშა ბოლოს ქობულეთის “შუქურას” ღირსებას იცავდა, სადაც 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

    ცნობისთვის, ლაშას ლატვიურ “დაუგავპილისში” თამაშის გამოცდილება აქვს. ასევე ახალგაზრდა მოთამაშე საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრი გახლდთ.

    Facebook კომენტარები