• 16-02-2024
    “ვოლკი სხვა დონეა” - ბრაიან ორტეგამ ილია თოფურიასა და ვოლკანოვსკის ბრძოლაზე პროგნოზი გააკეთა
    “ვოლკი სხვა დონეა” - ბრაიან ორტეგამ ილია თოფურიასა და ვოლკანოვსკის ბრძოლაზე პროგნოზი გააკეთა

    UFC-ის ქვემსუბუქი წონის პრეტენდენტმა, ბრაიან ორტეგამ მედიის წარმომადგენლებთან ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა:

    “რა აზრის ვარ ილიას განცხადებაზე, რომ თუ ჩემპიონი გახდება, მე, მაქს ჰოლოუეისა და და იაირ როდრიგესს შანსს არ მოგვცემს? ჯერ ქამარი აქვს მოსაგები. თუ ვოლკს სძლია და თავისი სიტყვა შეასრულა, მაშინ ტიტულის სხვა პრეტენდენტს გავანადგურებ და საბრძოლველად არავის დავუტოვებ. 

    ილიასა და ვოლკის ბრძოლა ძალიან სანახაობრივი იქნება. თოფურიას ნამდვილად ყველაფერი აქვს, მაგრამ ვოლკანოვსკი სხვა დონეა. ძალიან კარგი ბრძოლა გველოდება და ხალხი ბევრ რამეზე მიიღებს პასუხს, მაგრამ ვოლკის წინააღმდეგ წასვლა ურთულესია”. - განაცხადა ორტეგამ.

    ცნობისთვის, ილიასა და ვოლკანოვსკის დაპირისპირება 17 თებერვალს შედგება.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები