• 24-02-2024
    მოულოდნელი ამბავი! - “ნაპოლი” ხვიჩა კვარაცხელიას დასჯას უპირებს
    მოულოდნელი ამბავი! - “ნაპოლი” ხვიჩა კვარაცხელიას დასჯას უპირებს

    როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ შეხვედრაში “ნაპოლიმ” შინ “ბარსელონა” მიიღო. მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

    მატჩის 68-ე წუთზე “პარტენოპეის” თავკაცმა, ფრანჩესკო კალცონამ ხვიჩა შეცვალა, რამაც ქართველი გარემარბის გაღიზიანება გამოიწვია.

    როგორც Il Mattino წერს “ნაპოლი” ხვიჩას ფულადი ჯარიმითა და სკამზე გადაჯდომით დასჯის.

    “კლუბში განიხილავენ დისციპლინური სასჯელის შესაძლებლობას, რადგან არ სურთ იგივეე შეცდომის გამეორება. რუდი გარსიას ეპოქაში კვარამ თავს უფლება მისცა, უკმაყოფილება აშკარა ჟესტით გამოეხატა. შესაძლოა, ამჯერად კვარაცხელია კალიარისთან სათადარიგოთა სკამზეც ვიხილოტ, რაც მისთვის ძლიერი და მკაფიო სიგნალი იქნება”. - წერს იტალიური წყარო.

    ცნობისთვის, “კალიარისთან” გასამართი შეხვედრა 25 თებერვალს შედგება.

    Facebook კომენტარები