• 24-06-2023
    შანსი იზრდება და რეალურია - გიორგი მამარდაშვილი იტალიური ფეხბურთს გრანდში
    შანსი იზრდება და რეალურია - გიორგი მამარდაშვილი იტალიური ფეხბურთს გრანდში
    Author of the article
    Aa

    ბოლო დროს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი მამარდაშვილის სერია ა-ს კლუბში გადასვლა საკმაოდ რეალურია.

    კერძოდ, მილანის "ინტერის" კარის დარაჯი, ანდრე ონანა გუნდის დატოვებასთან ძალიან ახლოსაა და ბუნებრივია, "ნერაძური" მის შემცვლელს ეძებს.

    იტალიელები კი კამერუნელის შემცვლელის პირველ ვარიანტად სწორედ 22 წლის ქართველ მეკარეს განიხილავენ.

    რაც შეეხება "ვალენსიას" პოზიციას, კლუბი გიორგი დათმობას 20 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს.

    შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში მამარდამ "ღამურების" რიგებში ლა ლიგაში ყველა, 38 მატჩი ითამაშა და თავის გუნდს ესპანეთის უმაღლეს ჩემპიონატში დარჩენაში ძალიან დაეხმარა.

    Facebook კომენტარები