• 13-03-2024
    "სანიოლის წასვლა? ეს არ მიკვირს, რადგან..." - იაშვილის პრესოკონფერენცია
    "სანიოლის წასვლა? ეს არ მიკვირს, რადგან..." - იაშვილის პრესოკონფერენცია

    მოგეხსენებათ, ვილი სანიოლმა მარტის სანაკრებო პაუზისთვის საქართველოს ნაკრების განაცხადი მედიას დღეს წარუდგინა.

    ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტთა კითხვებს ასევე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმაც უპასუხა:

    "ჩავთვალეთ, რომ ასეთ მნიშვნელოვან თამაშებში გუნდში ჯაბა უნდა ყოფილიყო. მას საოცარი ემოცია ჰქონდა, როდესაც ეს ამბავი ვუთხარით. ის ძალიან ბედნიერია, რომ გუნდს დაეხმარება"

    "ახლა მთავარია ერთიანობა, რათა ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშოთ, ამისთვის კი ერთსულოვნება გვჭირდება. დარწმუნებული ვარ შეგვიძლია მიზნის მიღწევა და გულშემატკივრის გახარება"

    "ველოდებით, რომ ყველა ჯანმრთელი ჩამობა. საგურამოში ვივარჯიშებთ, სადაც დახურული ტერიტორიაა და საუკეთესო სავარჯიშო პირობებია"

    იაშვილმა ასევე ვილის ნაკრებიდან შესაძლო წაწსვლის შესახებ ისაუბრა:

    "მიდის თუ არა სანიოლი ირლანიდიის ნაკრებში? მიწვევები არ მიკვირს, კარგად მუშაობს, მაგრამ ახლა მის წასვლაზე ლაპარაკის დრო არ არის. გავიდეთ ევროპაზე და ეს შეკთხვა მერე დასვით", - განაცხადა სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტმა.

    Facebook კომენტარები