შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში დღეს კონფერენს ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა შედგა, სადაც წინასაპლეიოფო რაუნდში გამარჯვებული გუნდები ჯგუფიდან პირველი ადგილით გასულ გუნდებთან დაწყვილდნენ.
ჯგუფის გამარჯვებულები პირველ მატჩს გასვლაზე, 7 მარტს ჩაატარებენ, 14 მარტს კი მეტოქეს უკვე შინ უმასპინძლებენ.
საინტერესოა, რომ მერვედფინალში გადაიკვეთა ტურნირზე შემორჩენილთაგან ყველაზე სახელოვანი გუნდების გზები - ამსტერდამის "აიაქსი" ბირმინგემის "ასტონ ვილას" შეერკინება.
მერვედფინალური წყვილები ასე გამოიყურება:
შტურმ გრაცი v ლილი
მაკაბი ჰაიფა v ფიორენტინა
დინამო ზაგრები v პაოკი
აიაქსი v ასტონ ვილა
მიოლდე v ბრიუგე
ოლიმპიაკოსი v მაკაბი თელ ავივი
სენ ჟილი v ფენერბახჩე
სერვეტი v ვიქტორია პლზენი
მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა 15 მარტსაა ჩანიშნული. რაც შეეხება ფინალს, 29 მაისს მას ათენი, კერძოდ კი, "აეკ არენა" უმასპინძლებს.