• 19-08-2023
    "არსენალმა" ბალოგანი შეიძლება "ჩელსიში" გაყიდოს
    "არსენალმა" ბალოგანი შეიძლება "ჩელსიში" გაყიდოს
    Author of the article
    Aa

    ლონდონის "არსენალმა" ფოლარინ ბალოგანი შეიძლება ლონდონის "ჩელსიში" გაყიდოს, - იუწყება Sky Sports.

    წყაროს თანახმად, "არისტოკრატები" 22 წლის ცენტრფორვარდით მართლაც არიან დაინტერესებულნი, მაგრამ თანაქალაქელთათვის მათ ოფიციალური წინადადებით ჯერ კიდევ არ მიუმართავთ.

    გარდა "ჩელსისა", ფოლარინს ლონდონის "ტოტენჰემსა" და "მონაკოსაც" უკავშირებენ.

    ბალოგანს "არსენალთან" კონტრაქტი 2025 წლის 30 ივლისამდე აკავშირებს. მის სანაცვლოდ "მეთოფეები" 50 მილიონ ფუნტს ითხოვენ.

    აქვე გეტყვით, რომ ფოლარინი "არსენალის" აკადემიის აღზრდილია. გასული სეზონი, რომელიც მან იჯარით ფრანგულ "რეიმსში" გაატარა, ბალოგანის კარიერაში საუკეთესო გახლდათ. ლიგა 1-ში ჩატარებულ 37 მატჩში ინგლისელმა 21 გოლი და 3 ასისტი მიითვალა.

    Facebook კომენტარები