• 26-08-2023
    არტეტა: "პრემიერ ლიგაში, როცა მეტოქეს რამეს ჩუქნი, ისჯები"
    არტეტა: "პრემიერ ლიგაში, როცა მეტოქეს რამეს ჩუქნი, ისჯები"
    Author of the article
    Aa

    ლონდონის "არსენალმა" პრემიერ ლიგის ახალ სეზონში ქულები პირველად დაკარგა. "მეთოფეებმა" თანაქალაქელ "ფულემს" უმასპინძლეს და მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დაასრულეს.

    მიკელ არტეტას გუნდი შეხვედრის პირველივე წუთიდან მარცხდებოდა - ბუკაიო საკას შეცდომით ანდრეას პერეირამ ისარგებლა. ანგარიში 70-ე წუთზე იმავე საკამ, ზუსტად შესრულებული პენალტით გაათანაბრა. ორ წუთში ამას ედი ნკეტიას გოლი მოჰყვა და მაშინ, როცა "კოტეჯერები" ათი კაცით დარჩნენ (მოედნიდან კალვინ ბესი გააძევეს), თითქოს მასპინძლების გამარჯვებას არაფერი უნდა დამუქრებოდა, მაგრამ 87-ე წუთზე ჟოაუ პალინიამ აღადგინა წონასწორობა. დასკვნით ათწუთეულში "ემირეიტსის" ბინადრებმა მეტოქეს შტურმი მოუწყვეს, რომელმაც შედეგი ვერ გამოიღო.

    მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე "არსენალის" ესპანელმა თავკაცმა მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

    "როცა პირველივე წუთზე უშვებ ასეთ შეცდომას და მეტოქეს გოლს ჩუქნი, თამაში გაცილებით უფრო რთული ხდება.

    მეორე ტაიმში რაღაცები შევცვალეთ. შეიცვალა დინამიკა, ერთმანეთს უკეთ ვპოულობდით. ვფიქრობ, სათადარიგოთა სკამიდან შესულმა ფეხბურთელებმა მნიშვნელოვანი ეფექტი მოახდინეს. მათ მიერ გუნდისთვის შეძენილი ვნება და თავდაჯერება ძალიან მომეწონა.

    ნებისმიერ სხვა სპორტში 100 ქულით მოვიგებდით, მაგრამ ეს ფეხბურთია. ყველაფერი იმის შემდეგ, რაც გავაკეთეთ, საკუთარი საჯარიმო სიცოცხლის ფასად უნდა დაგვეცვა. ჩვენ 5, 6 ან 7 გოლის გატანა შეგვეძლო

    მატჩი ფრედ დავასრულეთ. ორი ძალიან ცუდი გოლი გავუშვით. პრემიერ ლიგაში როცა მეტოქეს რაღაცას ჩუქნი, ისჯები კიდეც. დღეს ამას ჰქონდა ადგილი.

    თუ ამ შეხვედრას შევადარებ მატჩს, რომელიც "ფულემთან" გასულ სეზონში ვითამაშეთ (2:1), დღეს 10-ჯერ უკეთესები ვიყავით. გასულ სეზონში ბოლო წუთზე მოვიგეთ 2:1, დღეს კი 2:2 ვითამაშეთ," - თქვა არტეტამ.

    შეგახსენებთ, რომ მომდევნო მატჩი "არსენალს" 3 სექტემბერს, "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ელოდება.

    Facebook კომენტარები