• 20-07-2023
    "ბარსას" კიეზა მოსწონს - კლუბს 2 ფაქტორი აფიქრებს
    "ბარსას" კიეზა მოსწონს - კლუბს 2 ფაქტორი აფიქრებს
    Author of the article
    Aa

    Calciomercato.com-მა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტურინის "იუვენტუსი" მზად არის, "ბარსელონას" ფრანკ კესიეს სანაცვლოდ ფედერიკო კიეზა შესთავაზოს.

    აღნიშნულ ცნობას SPORT-ში გამოეხმაურნენ.

    წყაროს თანახმად, "ბლაუგრანას" კიეზა ძალიან მოსწონს და მას უკვე რამდენიმე თვეა აკვირდება. მიუხედავად ამისა, "ლურჯ-ბროწეულისფერთ" ორი ფაქტორიი აფერხებთ:

    ფეხბურთელის მაღალი ხელფასი

    მოთამაშის ფიზიკური კონდიციები

    25 წლის იტალიელის ტრავმიანობის შესახებ ყველას შესანიშნავად მოეხსენება. როგორც ჩანს, სწორედ ამის გამო ყოყმანობენ "ბარსაშიც".

    გასულ სეზონში კიეზამ 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მან თავი 4 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

    Facebook კომენტარები