• 03-12-2023
    როგორი იქნება "ბარსას" XI "ატლეტიკოსთან" მატჩისთვის
    როგორი იქნება "ბარსას" XI "ატლეტიკოსთან" მატჩისთვის
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონას" დღეს ლა ლიგის მე-15 ტურის მატჩი ელის, სადაც გუნდი მადრიდის "ატლეტიკოს" დაუპირისპირდება.

    Mundo Deportivo-ს ვერსიით, ჩავი ერნანდესი "როხიბლანკოს" წინააღმდეგ ასეთ თერთმეტეულს გაიყვანს:

    მეკარე: ინიაკი პენია

    დაცვა: რონალდ არაუხო, ანდრეას კრისტენსენი, ინიგო მარტინესი, ჟოაუ კანსელუ

    ნახევარდაცვა: პედრი, ილქაი გიუნდოგანი, ფრენკი დე იონგი

    თავდასხმა: რაფინია, რობერტ ლევანდოვსკი, ჟოაუ ფელიქსი

    SPORT-ის თერთმეტეულში ერთადერთ განსხვავებას ვხვდებით - იქ მეორე ცენტრალური მცველის პოზიციაზე არა ანდრეას კრისტენსენი, არამედ ჟიულ კუნდე დგას.

    შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები