• 10-12-2023
    ტუხელი: "არაუხო? დედაჩემს დავურეკე, მაგრამ ამაზე არავის დაუწერია"
    ტუხელი: "არაუხო? დედაჩემს დავურეკე, მაგრამ ამაზე არავის დაუწერია"
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, გუშინ გერმანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა "ბარსელონას" ცენტრალურ მცველს, რონალდ არაუხოს დაურეკა და მის გუნდში გადასვლა შესთავაზა.

    "რეკორდმაისტერის" თავკაცს ამის შესახებ შეკითხვა "აინტრახტთან" წაგებული მატჩის შემდეგ დაუსვეს.

    "ზარი რონალდ არაუხოსთან? ამაზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. მხოლოდ საკუთარ ფეხბურთელებზე ვლაპარაკობთ.

    ტელეფონით დედაჩემსაც ვესაუბრე, მაგრამ ამის შესახებ არავის დაუწერია!" - უთქვამს ტუხელს.

    მოარული ხმების თანახმად, 24 წლის ურუგვაელი "ბაიერნის" მთავარი სატრანსფერო სამიზნე იქნება. გერმანიის მოქმედი ჩემპიონები არაუხოში 100 მილიონი ევროს გადასახდელადაც არიან მზად.

    Facebook კომენტარები