• 23-03-2024
    ბარკოლა "ბარსელონასთან" ვერ ითამაშებს
    ბარკოლა "ბარსელონასთან" ვერ ითამაშებს

    "პარი სენ ჟერმენსა" და "ბარსელონას" შორის გასამართ მატჩამდე უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება, პარიზელებს კი საკადრო პრობლემები გამოუჩნდათ.

    როგორც ირკვევა, "პსჟ-ს" ბრედლი ბარკოლა გამოაკლდა. მისი "ბლაუგრანასთან" შეხვედრაში მონაწილეობა თითქმის გამორიცხულია.

    ბარკოლამ ჰამსტრინგის კუნთი საფრანგეთისა და კოტ-დ'იუვარის 21-წლამდელთა ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში დაიზიანა.

    არადა, გასულ ზაფხულს შეძენილი შემტევი ნელ-ნელა თავის საუკეთესო ფორმაში შედიოდა. 21 წლის გარემარბმა ლიგა 1-ში ბოლო 3 შეხვედრა დაიწყო სასტარტო შემადგენლობიდან და ლუის ენრიკესაც მოაწონა თავი.

    მიმდინარე სეზონში ბრედლის მონაგარი 3 გოლი და 6 ასისტია.

    აქვე შეგახსენებთ, რომ "პსჟ-სა" და "ბარსას" პირველი მეოთხედფინალური ჯახი 10 აპრილსაა ჩანიშნული.

    Facebook კომენტარები