• 19-04-2024
    "ბარსა" და "ნაპოლი" გვიდო როდრიგესისთვის იბრძოლებენ
    "ბარსა" და "ნაპოლი" გვიდო როდრიგესისთვის იბრძოლებენ
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონა" გვიდო როდრიგესს საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ხელმისაწვდომ ვარიანტად განიხილავს, - იუწყება Mundo Deportivo.

    არგენტინელ შუახაზელს "ბეტისთან" კონტაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.

    წყაროს თანახმად, 30 წლის ფეხბურთელით იტალიური "ნაპოლიცაა" დაინტერესებული, მაგრამ დეკუ სიტუაციას აკონტროლებს. 

    გვიდო "ბლაუგრანას" გასული წლის ნოემბერში შესთავაზეს. მაშინ კლუბი "ევერტონის" ბელგიელი ახალგაზრდის, ამადუ ონანას ტრანსფერზე გახლდათ ფოკუსირებული, ახლა კი გაირკვა, რომ ონანა ძალიან ძვირია, გვიდოს კანდიდატურა კი ისევ აქტუალური გახდა.

    ცხადია, მარტივად დანებებას არც "ნაპოლი_ აპირებს.

    მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 29 მატჩში როდრიგესმა თავი 2 გოლითა და 1 ასისტით გამოიჩინა.


    Facebook კომენტარები