• 24-07-2023
    ოფიციალურად: მარსელ ზაბიცერი "დორტმუნდის" ფეხბურთელია
    ოფიციალურად: მარსელ ზაბიცერი "დორტმუნდის" ფეხბურთელია
    Author of the article
    Aa

    დორტმუნდის "ბორუსიამ" მიუნხენის "ბაიერნიდან" ავსტრიელი ნახევარმცველი მარსელ ზაბიცერი შეიძინა.

    29 წლის ფეხბურთელმა "შავ-ყვითლებთან" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

    "ერთი სული მაქვს როდის შევუერთდები გუნდს და როდის მოვირგებ "ბორუსიას" მაისურს.

    "დორტმუნდის" მწვრთნელებთან საუბარი შესანიშნავი იყო. მან მიმახვედრა, რაოდენ ამბიციური გეგმები აქვს გუნდს მომდევნო წლების განმავლობაში.

    ვისურვებდი, შევიტანო ჩემი წვლილი იმაში, რომ "ბორუსიამ" თავის მიზნებს მიაღწიოს, რათა ფანებთან ერთად რაღაც განსაკუთრებულის აღნიშვნის მიზეზი გვქონდეს," - განაცხადა მარსელმა.

    გერმანულ გამოცემებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ზაბიცერში "რეკორდმაისტერს" 18 მილიონი ევრო გადაუხადეს.

    Facebook კომენტარები