• 19-08-2023
    კეინი: "მიხარია, რომ გოლის გატანა შევძელი"
    კეინი: "მიხარია, რომ გოლის გატანა შევძელი"
    Author of the article
    Aa

    მიუნხენის "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ახალი სეზონი წარმატებულად დაიწყეს. ბრემენის "ვერდერთან" საგარეო შეხვედრაში "რეკორდმაისტერმა" მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანა.

    გერმანიის ჩემპიონატში შესანიშნავი დებიუტი ჰქონდა ბავარიელთა 30 წლის ახალწვეულს, ჰარი კეინს. 100 მილიონ ევროდ ნაყიდმა ინგლისელმა ჯერ ლეროი სანეს გაატანინა, მეორე ტაიმში კი თავადაც აიღო "მუსიკოსების" მაისური.

    მატჩის შემდეგ "ბაიერნის" ახალმა ცხრიანმა მცირე კომენტარიც გააკეთა.

    "კარგი საღამო იყო. სწრაფი გოლით თამაში კარგად დავიწყეთ, შემდეგ კი მატჩი გართულდა. მეორე ტაიმში ისინი უკეთ ათამაშდნენ და რამდენიმე რეალური მომენტიც ჰქონდათ.

    მოხარული ვარ, რომ მეორე გოლის გატანა შევძელი. ამის მერე სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა ბიჭებმა საქმეს თავი კარგად გაართვეს. რა თქმა უნდა, ახალი გარემო და ახალი კლუბი ცოტა მანერვიულებდა, მაგრამ როგორც კი მოედანზე შევდგი ფეხი, ჩემმა ინსტიქტებმა თავისი გააკეთეს. შედეგით ბედნიერი ვარ.

    იმაზე უკეთესი მატჩი იყო, ვიდრე "ლაიფციგთან" გვქონდა. თავი უკეთ დავიცავით და გვახარებს, რომ კარი მშრალად შევინახეთ," - თქვა კეინმა.

    შეგახსენებთ, რომ კეინისთვის ეს მეორე მატჩი გახლდათ ტომას ტუხელის გუნდის მაისურით. პირველი შეხვედრა გერმანიის სუპერთასზე შედგა და იქ "ლაიფციგმა" "ბაიერნს" გამანადგურებელი სხვაობით - 3:0 მოუგო.

    Facebook კომენტარები