• 09-08-2023
    რაფინიამ და ფერან ტორესმა ნომრები შეიცვალეს
    რაფინიამ და ფერან ტორესმა ნომრები შეიცვალეს

    ლა ლიგის ოფიციალურ ვებსაიტზე "ბარსელონას" ორი ფეხბურთელის ნომერი შეიცვალა.

    ფერან ტორესმა უსმან დემბელეს დატოვებული 7-იანი გადაიბარა, ხოლო 11 ნომერად რაფინია გვევლინება.

    ამ ცვლილებების ოფიციალურ დასტურს მალე "ბარსელონასგანაც" უნდა ველოდოთ.

    ლა ლიგის ვებსაიტზე "ბლაუგრანას" მხოლოდ 13 ფეხბურთელს ვხედავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბს რამდენიმე მოთამაშე ჯერ კიდევ არ დაურეგისტრირებია, მაგრამ მორიგი ეკონომიკური ბერკეტის გააქტიურება კატალონიელებს ამის საშუალება სულ მალე მისცემთ.

    Facebook კომენტარები