• 08-05-2024
    ჰუმელსმა ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდი დაამყარა
    ჰუმელსმა ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდი დაამყარა
    Author of the article
    Aa

    დორტმუნდის "ბორუსიას" ცენტრალური მცველი, მატს ჰუმელსი "პარი სენ ჟერმენთან" ნახევარფინალური დაპირისპირების მთავარ გმირად მოგვევლინა.

    გარდა იმისა, რომ გამოცდილი უკანახაზელი სოლიდური დაცვითი მოქმედებებით გამოირჩეოდა, მან "პარკ დე პრენსზე" გამართული მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა. შეხვედრის 50-ე წუთზე მატსმა კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი გადაგზავნა ჯანლუიჯი დონარუმას კარში.

    სხვათა შორის, ამ გოლით ჰუმელსმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა.

    საქმე იმაში მდგომარეობს, რომ 35 წლისა და 143 დღის მატსი გახდა ყველაზე ხანდაზმული გერმანელი ჩემპიონთა ლიგის არსებობის ისტორიაში, რომელსაც ფლეი ოფის მატჩში გოლი გაუტანია.

    "ბორუსიას" ცენტრალური მცველი ჩემპიონთა ლიგის ფინალში 11-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. იგი მაშინაც "დორტმუნდის" ღირსებას იცავდა, ფინალი მაშინაც "უემბლიზე" ტარდებოდა და არაა გამორიცხული, მეტოქეც იგივე იყოს. "შავ-ყვითლები" თავიანთ მომავალ მოწინააღმდეგეს დღეს, "რეალისა" და "ბაიერნის" მატჩის დასრულების შემდეგ გაარკვევენ.

    Facebook კომენტარები