• 04-09-2023
    კაპელო: "ინტერმა" ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა"
    კაპელო: "ინტერმა" ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა"
    Author of the article
    Aa

    ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ სერია ა-ს ახალი სეზონის სტარტი შეაფასა და დაასახელა გუნდი, რომელმაც მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

    როგორც ჩანს, კაპელო ფსონს მილანის "ინტერზე" ჩამოდის.

    "ინტერი" ინარჩუნებს იმ ტემპს, რომელმაც გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიიყვანა.

    სეზონის პირველ მატჩებში ისინი ძალიან მძლავრ გუნდად გამოჩნდნენ. მათ საკუთარი შესაძლებლობების სწამთ.

    თანმიმდევრულობის თვალსაზრისით, "ინტერმა" ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. აშკარაა ისიც, რომ მათ გამარჯვებები ისევ სწყურიათ. ფაქტი, რომ გოლი ჯერ კიდევ არ გაუშვიათ, ბევრ რამეზე მეტყველებს," - თქვა კაპელომ.

    შეგახსენებთ, რომ სერია ა-ს 3 ტურში "შავ-ლურჯებს" ჯერ ქულაც არ დაუკარგავთ. "ინტერნაციონალე" ცხრილში ლიდერობას თანაქალაქელ "მილანთან" იყოფს.

    "ნერაძური" განსაკუთრებით შთამბეჭდავი გახლდათ გასულ უქმეებზე. სიმონე ინძაგის გუნდმა "ფიორენტინას" გამანადგურებელი სხვაობით, 4:0 მოუგო.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები