• 06-10-2023
    ტესტის პასუხი ისევ დადებითია - პოგბას 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
    ტესტის პასუხი ისევ დადებითია - პოგბას 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

    პოლ პოგბას განმეორებითმა დოპინგ-ტესტმაც დადებითი შედეგი უჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველის წინააღმდეგ ახლა გამოძიებაა დაწყებული.

    ტესტირება იტალიის ანტიდოპინგურმა სააგენტომ ჩაატარა. სწორედ მათ შეუფარდეს 30 წლის ფრანგს დროებითი აღმკვეთი ღონისძიება რამდენიმე კვირის წინ, როცა პოგბას პირველი ტესტის პასუხი გახდა ცნობილი. ეს ტესტი მან "უდინეზესთან" მატჩის შემდეგ ჩაიტარა - ის ფაქტი, რომ მოთამაშეს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია და სათადარიგოთა სკამზე დარჩა, მხედველობაში არ იქნა მიღებული.

    საფრთხე იმისა, რომ "ბიანკონერის" შუახაზელი 4-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს, უფრო რეალური გახდა.

    ტესტირების შედეგს არც პოლი და არც "იუვენტუსი" გამოხმაურებიან.

    "პოლის გამო ადამიანურად ვწუხვარ," - თქვა "ზებრების" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ.

    აქვე გეტყვით, რომ მიიმდინარე სეზონში პოგბამ სულ 2 მატჩში მოასწრო მონაწილეობის მიღება.

    Facebook კომენტარები